რუსეთის ხელისუფლებამ სამხედრო ვალდებულთათვის შესაძლოა საზღვრები ჩაკეტოს

26 სექტემბერი 2022, 11:10 560 ნახვა

კრემლის ლიდერის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის გამო რუსეთის ფედერაციაში შესაძლოა  ჯარში გასაწვევის ასაკის მამაკაცებს ქვეყნის დატოვება  აუკრძალონ. ამის შესახებ რუსული ოპოზიციური მედია ავრცელებს.

მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით  რამდენიმე რუსული მედიასაშუალება სამხედრო ასაკის კაცებისთვის საზღვრის შესაძლო ჩაკეტვის შესახებ წერდა. გამოცემა მედუზას ინფორმაციით, საზღვრები 28 სექტემბერს დაიკეტება და გასასვლელად სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ნებართვა იქნება საჭირო. 

ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსებმა მასობრივად დაიწყეს ქვეყნის დატოვება.

პოპულარული მიმართულებებია ყაზახეთი, საქართველო და სომხეთი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი