ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე აფთიაქი დააყაჩაღეს. თანამშრომლის თქმით, შემთხვევა დაახლოებით ღამის 11 საათზე მოხდა. ამბობს, რომ 18 წლამდე ახალგაზრდა აფთიაქში დანით შევიდა და გამყიდველზე მუქარის გზით 150 ლარამდე თანხა გაიტანა. შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლით აღიძრა, სავარაუდოდ დამნაშავე დადგენილია და მიმდინარეობს მოქმედებები მის დასაკავებლად .