62 ოჯახი განსახლებას ითხოვს

17 იანვარი 2017, 00:00 2415 ნახვა

მეშვიდე დღეა ქვედა თხილვანის მცხოვრებლები გასახლებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით,  საფრთხე 62 ოჯახს შექმნა.  შეფერხებულია  სასწავლო პროცესი. მეწყერს მდინარის კალაპოტი აქვს ჩაკეტილი, ამიტომ ადგილობრივები შიშობენ, რომ საფრთხე თოვლის დნობისას მოიმატებს. მოსახლეობა, ამბობს, რომ ტერიტორია გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ეროზირებულია. ხულოს გამგებლის მოადგილის განცხადებით, გეოლოგიური დასკვნის შესაბამისად გადაწყდება რა ტიპის დახმარება გაეწევა მოსახლეობას. მისივე  ინფორმაციით, დაწყებულია მოლაპარაკებები ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში