თითქმის ერთი წლის შემდეგ შავი ზღვის სანაპიროზე მცურავი ხე კვლავ გამოჩნდა. ასწლოვანმა მცენარემ წინამორბედის მსგავსად საზღვაო ტრასპორტით იმოგზაურა. ამჯერადაც მარშრუტი იგივე იყო - აჭარიდან გურიისკენ.გავრცელებული ინფორმაციით, ახლა ჯერი კიდევ 49 ხე-მცენარეზეა, რომლებმაც ბინა “დენდროლოგიურ პარკში” უნდა დაიდოს. სამუშაოებს კვლავ კომპანია “ზიმო” შეასრულებს, თუ რა დრო დაჭირდება ამ პროცესის დასრულებას უცნობია.