პასუხისგებაში მისცეს პირი, რომელიც მანქანის ძრავის დაბალხარისხიან სანთლებს "TOYOTA"-ს კოლოფებით ყიდდა - საგამოძიებო

20 სექტემბერი 2022, 10:51 5550 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს, - ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, "TOYOTA"-ს სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით, ავტომანქანის ძრავის აალების დაბალხარისხიან სანთლებს ფუთავდა "TOYOTA"-ს მუყაოს კოლოფებში, რომლის შემდგომ რეალიზაციასაც ახდენდა მის მფლობელობაში არსებულ, თბილისში მდებარე ავტონაწილების სავაჭრო ობიექტიდან.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია საერთო ჯამში 611 ერთეული "TOYOTA"-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული აალების სანთელი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი