მდინარე დნეპრში უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა ოკუპანტების კუთვნილი სატვირთო გემი ჩაძირეს, რომელზედაც ოკუპანტების ტექნიკა იყო განთავსებული და სამხედროები იმყოფებოდნენ, - ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს.
"ნოვო-კახოვკისა და კაზაცკის რაიონში, დნეპრზე ალტერნატიული გადასასვლელის მოწყობის მცდელობებს წარმატება არ ჰქონია. შეიარაღებით, ტექნიკითა და პირადი შემადგენლობით დატვირთული ბარჟა ცეცხლის ქვეშ მოჰყვა და ოკუპანტების წყალქვეშა ფლოტს შეურთდა“, - ნათქვამია ოპერატიული სარდლობა "სამხრეთის“ განცხადებაში.