დიდი ბრიტანეთი დედოფალს ემშვიდობება

18 სექტემბერი 2022, 14:38 494 ნახვა

დიდი ბრიტანეთი დედოფალს გლოვობს. ელისაბედ მეორეს ხვალ დაკრძალავენ. ცერემონიაზე დასასწრებად კი მსოფლიოს ლიდერები ლონდონში ჩადიან. ქვეყანას უკვე ესტუმრა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელსაც თან პირველი ლედი ახლავს. ლონდონშია იაპონიის იმპერატორიც. დედოფლისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად ქვეყანაში სამხრეთ კორეის პრეზიდენტიც ჩავიდა. დღეს კი ბუკინგემის სასახლეში სამეფო ოჯახის წევრები დაკრძალვისთვის ჩასულ მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლებენ, თუმცა სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად მიღებას მეგან მარკლი და პრინცი ჰარი არ დაესწრებიან. უცხოური მედიის ინფორმაციით, ისინი ღონისძიებაზე ჯერ მიიწვიეს, შემდეგ კი მიწვევა გაუუქმეს, იმ მიზეზით, რომ მეგან მარკლი და პრინცი ჰარი აღარ მსახურობენ როგორც სამეფო ოჯახის წევრები. ღონისძიების მასპინძლები მეფე  ჩარლზ მესამე და მისი ცოლი, კამილა არიან. გუშინ ღამით პრინცი ჰარი თავის 7 ბიძაშვილთან ერთად ვესტმინსტერ ჰოლში, ცერემონიაზე გამოჩნდა. იმის მიუხედავად რომ ჰარი სამეფო ოჯახისთვის დაკისრებულ მოვალეობას აღარ ასრულებს, ის თავისი ძმის, უილიამის მსგავსად სამხედრო ფორმაში გამოეწყო.ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მონარქის შვილიშვილებმა ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი