დიდი ბრიტანეთი დედოფალს ემშვიდობება

17 სექტემბერი 2022, 14:38 556 ნახვა

დიდი ბრიტანეთი დედოფალს ემშვიდობება. მესამე დღეა სამოქალაქო პანაშვიდი ტარდება. ელისაბედ მეორის ხსოვნისადმი პატივის მიგების მსურველებს 8 კილომეტრიან რიგში საათობით უწევთ დგომა.განსაკუთრებული ხალხმრავლობის გამო მოსახლეობას მოუწოდებენ დროებით სასახლის ტერიტორიაზე მისვლისგან თავი შეიკავონ. ხალხმრავალ პანაშვიდს ინცინდენტის გარეშე არ ჩაუვლია - ადგილზე დააკავეს კაცი, რომელმაც დედოფლის ცხედართან მიახლოება სცადა. ელისაბედ მეორეს ორშაბათს უინძორის სასახლეში გადაასვენებენ და მისი მეუღლის, პრინცი ფილიპის გვერდით დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონიალს მაღალი რანგის 500-მდე პოლიტიკოსი დაესწრება. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი