აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მან რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი უფრო სერიოზული შედეგების შესახებ გააფრთხილა, თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა. ამის შესახებ ბაიდენმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა. ამერიკელი ლიდერის თქმით, მან პირადად გააფრთხილა პუტინი ამ ნაბიჯის შესახებ. ამავდროულად, ამერიკელმა ლიდერმა არ დააკონკრეტა რა სახის პასუხს გასცემენ რუსეთს, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის "შედეგი" ნამდვილად იქნება.