აქცია ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით

16 სექტემბერი 2022, 14:53 469 ნახვა

სომხეთის დედაქალაქში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება. რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეები შეიკრიბნენ. პარალელურად ფაშინიანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მათ საზღვარზე არსებული ვითარება განიხილეს. ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ დღეიდან საყოველთაო დაუმორჩილებლობას იწყებენ. სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციასთან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი