ვითარება უკრაინაში

16 სექტემბერი 2022, 11:45 438 ნახვა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე ომმა 70 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვრამდე მიიყვანა. ორგანიზაცია შექმნილ მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებს.გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ  2020  წელს  Covid-19-ის პანდემიის დარტყმის შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე ომმა პლანეტის მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფა კიდევ უფრო გაართულა. უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნისთვის დახმარების აუცილებლობაზე კიდევ  ერთხელ ამახვილებს ყურადღებას თავის ვიდეო მიმართვაში , ამბობს, რომ რაც უფრო ხარისხიანი მხარდაჭერა ექნება უკრაინას, ომი მით უფრო მალე დასრულდება.პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსეთის მხრიდან სამოქალქო ინფრასტრუქტურაზე მიტანილ იერიშებზე, თქვა, რომ მსოფლიოს რეაქცია ასეთ დარტყმებზე პრინციპული უნდა იყოს. ამასთან განაცხადა, რომ ევროკომისიამ უკრაინის მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეფასება ძალიან მალე უნდა დაიწყოს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი