საქართველოს ძიუდოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლის ჩემპიონატისთვის ცნობილია

14 სექტემბერი 2022, 10:51 862 ნახვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა, ძიუდოს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია. ტაშკენტი, ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატს, 6 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრამდე უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები შემადგენლობა:

  • ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ);
  • ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ);
  • ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ);
  • ტატო გრიგალაშვილი (81 კგ);
  • ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (90 კგ);
  • ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე (100 კგ);
  • გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ ასპარეზობაშიც მიიღებს მონაწილეობას.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში