„ ღირსეული პარტნიორი 2022“

09 სექტემბერი 2022, 14:43 515 ნახვა

„ღირსეული პარტნიორი 2022“ დასრულდა. სწავლებაში მონაწილე ქვეყნების პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა,  პრემიერ- მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, აშშ-ის  ელჩმა საქართველოში.  სიტყვით გამომსვლელებმა ყურადღება საქართველოსთვის საერთაშორისო სწავლებებისა და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილეს. ღონისძიება სწავლებაში მონაწილე პირადი შემადგენლობის დაჯილდოებით გაგრძელდა. სწავლების ოფიციალურ დახურვამდე ვაზიანის მე-11 პოლიგონზე საბრძოლო სროლებით მრავალეროვნული ბატალიონის დონის კომბინირებული საჩვენებელი სწავლება ჩატარდა. წელს საქართველომ „ღირსეულ პარტნიორს“ მეექვსედ უმასპინძლა. წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობა ხელმძღვანელობდა. მრავალეროვნულ სწავლებაში 2400-ზე მეტი სამხედრო იყო ჩართული.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი