მეფე ჩარლზი დედოფალ ელისაბედის გარდაცვალების გამო განცხადებას ავრცელებს

08 სექტემბერი 2022, 22:30 831 ნახვა

ელისაბედ მეორის შვილი და გაერთიანებული სამეფოს ახალი მეფე დედის გარდაცვალებას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.

მისი თქმით, ელისაბედ მეორეს გარდაცვალება მისთვის და სამეფო ოჯახის ყველა წევრისთვის უდიდესი მწუხარებაა.

"მე ვიცი, რომ ამ დანაკარგს განიცდიან მთელ ქვეყანაში და უამრავი ადამიანი მთელ მსოფლიოში. გლოვისა და ცვლილების ამ პერიოდში, მე, ჩვენს ოჯახს, ნუგეშსა და მხარდაჭერას გვაძლევს იმ პატივისცემისა და დიდი სიყვარულის ცოდნა, რომლითაც დედოფალი სარგებლობდა“, - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს ახალი მეფის, ჩარლზის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე, დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალებისთანავე, ტახტის მემკვიდრე, 73 წლის პრინცი ჩარლზი გახდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში