ტრასმა მთავრობის ახალი წევრები დაასახელა

07 სექტემბერი 2022, 10:19 809 ნახვა

ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა მისი კაბინეტის  წევრები დაასახელა. ბრიტანეთის ახალ მთავრობაში ტერეზა კოფი დაინიშნა სახელმწიფო მდივნად ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში. ის ასევე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას.

ბრიტანეთის ახალი კანცლერი კვასი კვარტენგი იქნება, რომელიც ბორის ჯონსონის მთავრობაში ბიზნეს მდივანი იყო. ის იქნება პასუხისმგებელი ქვეყნის ფინანსებზე, როდესაც ენერგეტიკული ფასების ზრდა ოჯახებსა და ბიზნესს პრობლემებს უქმნის.

ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი იქნება, რომელიც ბორის ჯონსონის მთავრობაში განათლების მინისტრი იყო.

ლიზ ტრასის მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას სუელა ბრავერმანი დაიკავებს, რომელიც ბორის ჯონსონის მთავრობაში გენერალური პროკურორი იყო. ბრიტანეთის ახალ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ბენ უოლასმა შეინარჩუნა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი