ნაციონალური მოძრაობის" წევრები კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ხვდებიან. შეხვედრის ამსახველ ფოტოს პარტიის წევრები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ. შეხვედრას თანაგუნდელებთან ერთად აზერ სულეიმანოვი ესწრება, რომლის გადაწყვეტილებამ საქართველოს პარლამენტში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" დაშლას გადაარჩინა. სულეიმანოვის გადაწყვეტილებით, პარტია პარლამენტში ფრაქციის შექმნას შეძლებს.