საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ბულგარეთის ნაკრებთან დამარცხდა

06 სექტემბერი 2022, 23:03 1135 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის მეოთხე ტურის შეხვედრაში ბულგარეთის ნაკრებთან 80-92 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთის ზუსტ 3 ქულიანების ვერაფერი დაუპირისპირა და მნიშვნელოვანი მატჩი წააგო.

მიუხედავად წაგებისა ილიას ზუროსის გუნდს ევრობასკეტის ფლეიოფში გასვლა შეუძლია.
ამისთვის ბოლო ტურში საქართველომ მონტენეგროს უნდა დაამარცხოს, ხოლო ბულგარეთის ნაკრები ბელგიასთან უნდა დამარცხდეს.

ბოლო მე-5 ტურში საქართველო  ხვალ, 7 სექტემბერს 21:00 საათზე თბილისში მონტენეგროს ნაკრებს დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში