კურორტ გოდერძიზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, დღეს კომენტარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გააკეთა. ზურაბ პატარაძე გამოძიების შედეგებს ელოდება, თუმცა კურორტზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს. კომენტარები გაკეთდა ჯანდაცვის სამინისტროსა და ტურიზმის დეპარტამენტშიც. გამოძიება 116-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით, სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, 31 წლის თემურ გაბაიძე, უბედური შემთხვევიდან ორი კვირის შემდეგ, გუშინ გარდაიცვალა.