საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს თბილისში მიმდინარე ევრობასკეტის მეოთხე ტურის შეხვედრაში ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
სამი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ საქართველოს 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფება, ხოლო ბულგარელები 3 ქულით ბოლო ადგილზე არიან. ამ მატჩში ილიას ზუროსის გაწვრთნილ გუნდს გამარჯვება სჭირდება, რათა ფლეიოფში გასვლის რეალური შანსი დაიტოვოს.
საქართველოს და ბულგარეთის მატჩი დღეს თბილისში 21:00 საათზე დაიწყება. დღესვე ჩვენს ჯგუფში თურქეთი 15:30 საათზე ბელგიას შეხვდება, ხოლო 18:15 საათზე ესპანეთის და მონტენეგროს თამაშია ჩანიშნული.