რამდენიმე წუთში დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა გახდება ცნობილი. კონსერვატიული პარტიის წევრებმა არჩევანი საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასსა და ყოფილ ფინანსთა მინისტრ რიში სუნაკს შორის უნდა გააკეთონ. შ
იდაპარტიული გამოკითხვის თანახმად, პარტიის ახალი თავმჯდომარე და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ ლიზ თრასი გახდება. თრასი 22%-ით უსწრებს მის კონკურენტს რიში სუნაკს. პარტიის 450 წევრიდან ლიზ თრასს მხარს 61% უჭერს, ხოლო რიში სუნაკს – 39%.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობიდან 7 ივლისს გადადგა. მიზეზად რამდენიმე სკანდალური შემთხვევა სახელდება: კოვიდრეგულაციების დარღვევით წვეულებების ჩატარება და უკვე ყოფილი კონსერვატორი დეპუტატის კრის პინჩერის მხრიდან სხვადასხვა დროს სექსუალური შევიწროების შესაძლო შემთხვევები.