ავიაკატასტროფა ბალტიის ზღვაში

05 სექტემბერი 2022, 11:08 713 ნახვა

ბალტიის ზღვაში ლატვიის სანაპიროსთან კერძო თვითმფრინავი იდუმალ ვითარებაში გაუჩინარდა. იგი ესპანეთში აფრინდა. 

წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე სავარაუდოდ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი გერმანიის ქალაქ კიოლნში უნდა დაშვებულიყო, მაგრამ კურსი შეიცვალა და ბალტიის ზღვის მიმართულებით გაფრინდა.

ნატოს პილოტები და შვედეთის ოფიციალური პირები, რომლებიც თვითმფრინავს თვალყურს ადევნებდნენ, კაბინაში ვერავის ხედავდნენ.

სამაშველო ჯგუფები ლატვიიდან, შვედეთიდან და ლიეტუვიდან მალევე მივიდნენ კატასტროფის ზონაში მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი ლატვიის ქალაქ ვენტსპილსთან ზღვაში ჩავარდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში