საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტზე პირველი შეხვედრა მოიგო. თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთი ორი ოვერტაიმის შემდეგ 88-83 დაამარცხა.
შეხვედრაში საუკეთესო იყო სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე 20 ქულა, 12 მოხსნა და 1 გადაცემა იყო. 17 ქულა, 4 მოხსნა და 6 გადაცემა კი თად მაკფადენმა მოიპოვა.
3 ტურის შემდეგ საქართველო A ჯგუფში 4 ქულით მეხუთე ადგილზეა და წინ მყოფ ოთხ ნაკრებს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.
ილიას ზუროსის გუნდი მეოთხე ტურში 6 სექტემბერს ჯგუფის აუტასაიდერს ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.