პირველი რანგის კაპიტანი გენად ხაიდაროვი გარდაიცვალა

03 სექტემბერი 2022, 11:04 1589 ნახვა

გარდაიცვალა პირველი რანგის კაპიტანი გენად ხაიდაროვი, რომელიც  48 წელი ემსახურებოდა  საზღვაო სფეროს.

სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალების სარდალი, ასევე, შავი ზღვის საერთაშორისო სამხედრო საზღვაო ძალების სარდალი, ხელმძღვანელობდა საქართველოს სამხედრო საზღვაო აკადემიას, თავისი  წვლილი შეიტანა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კურსანტების არაერთი თაობის აღზრდაში. ხაიდაროვს  საერთაშორისო  საზღვაო ექსპერტადაც იცნობდნენ. 

გენად ხაიდაროვი 2006 წლიდან ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის საზღვაო დეპარტამენტის, ხოლო 2011 წლიდან დღემდე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს  თანამშრომელი იყო, რომელიც თავის კოლეგებთან ერთად უზრუნველყოფდა საქართველოს საზღვაო ნავსადგურების უშიშროებასა და უსაფრთხოებას. გარდაცვლილ  კაპიტანს ხვალ  საზღვაო  სადგურის შენობიდან გაასვენებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი