უსაფრთხოება სამთო კურორტზე

14 იანვარი 2017, 00:00 2497 ნახვა

კურორტ გოდერძიზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, კომენტარები დღესაც გაკეთდა. გამოძიების შედეგებს ელოდება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ზურაბ პატარაძე აცხადებს, რომ სამთო-სათხილამურო კურორტზე უსაფრთხოების ზომები დაცულია. იგივეს ირწმუნება მთის კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი. როგორც აღმოჩნდა, სამთო კურორტზე დაშავების შემთხვევაში მხოლოდ პირველადი სამედიცინო დახმარების მიღებაა შესაძლებელი. პრობლემას ქმნის კურორტთან დამაკავშირებელი მოუწესრიგებელი გზა, რასაც ისიც ემატება, რომ ხულოში რეანომობილი არ ჰყავთ, რომლითაც დაზარალებულის ბათუმში გადმოყვანა იქნება შესაძლებელი. შეგახსენებთ, გოდერძიზე” მიღებული ტრავმის შედეგად აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე თემურ გაბაიძე გუშინ გარდაიცვალა. ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე 116-ე მუხლით აღძრა, რაც გაუფრთხილებლობით,  სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი