საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან დამარცხდა

31 აგვისტო 2022, 20:38 713 ნახვა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ იტალიის ნაკრებთან 8:18 დამარცხდა.

ხორვატიის ქალაქ სპლიტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ამ შემთხვევაში იტალიელმა ოთხივე პერიოდში გაიმრჯვეს და დაგეგმილი ქულები ჩაიწერეს აქტივში.

საქართველოს ნაკრები, რომელიც კონტინენტის პირველობაზე მეხუთედ ასპარეზობს მთავარი მატჩი სლოვაკეთის წინააღმდეგ ელოდება და მოგების შემთხვევაში 1/8-ფინალში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს.

სლოვაკეთთან შეხვედრა 2 სექტემბერს თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი