აჭარის მთავრობაში საკადრო ცვლილებები გაგრძელდება. ვინ იქნება შემდეგი, ვინც რეგიონის პირველი პირის გუნდში მოხვდება, ზურაბ პატარაძის განმარტებით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს.