აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, უკრაინა დატოვონ. აშშ-ის საგარეო უწყების გაფრთხილება უკრაინაში აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა.
ვაშინგტონში აცხადებენ, რომ რუსეთი აძლიერებს ძალისხმევას, რათა უახლოეს დღეებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე თავდასხმები განახორციელონ.
"აშშ-ის საელჩო მოუწოდებს ამერიკის მოქალაქეებს ახლავე დატოვონ უკრაინა კერძო სახმელეთო ტრანსპორტის საშუალებით, თუკი ეს უსაფრთხოა. უსაფრთხოება მთელ უკრაინაში ძალზე არასტაბილურია და პირობები შესაძლოა გაფრთხილების გარეშე გაუარესდეს", - აღნიშნულია საელჩოს ვებგვერდზე.