საბავშვო ბაღები

13 იანვარი 2017, 00:00 2236 ნახვა

მიმდინარე  წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ექსპლუატაციაში 7 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება  შევა.  2016 წელს მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღს   მიღმა 1500 ბავშვი დარჩა. გამგეობაში  ამბობენ, რომ   ზენითში, დაგვაში, გელაურსა და ფიჭვნარში უკვე დასრულებულია  ბაღების მშენებლობა რომლებიც სულ 500-მდე აღსაზრდელს მიიღებს.  180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა სოფელ აჭყვისთავსა და ჩაისუბანში უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ამავე კატეგორიაში