"დინამო" ბათუმმა თბილისის "საბურთალო" 3-2 დაამარცხა

21 აგვისტო 2022, 22:59 1129 ნახვა

ეროვნული ლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში "დინამო" ბათუმმა საკუთარ მოედანზე "საბურთალო" მიიღო და 3-2 დაამარცხა.

მე-9 წუთზე რადინმა "დინამო" წინ გაიყვანა. ტაიმის მიწურულს კი ჯიღაურმა მეორე გოლი გაიტანა და პირველი ნახევარი ბათუმელებმა 2-0 მოიგეს.

47-ე წუთზე გოჩალეიშვილმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა. 71-ე წუთზე კი ცვლილებაზე გამოსულმა ბიძინაშვილმა "საბურთალოს" მესამე გოლი გაუტანა.

თბილისელებმა ისეც გაიბრძოლეს და 76-ე წუთზე პენალტიდან ტაბატაძემ სხვაობა ისევ შეამცირა, თუმცა შავიზღვისპირელებმა 3 ქულა შინ დაიტოვეს.

22 ტურის შემდეგ "დინამო" ბათუმს 53 ქულა აქვს და ეროვნული ლიგის ლიდერია.მეორე პოზიციას კი 44 ქულით "დინამო" თბილისი იკავებს.

მომდევნო ტურის შეხვედრაში გია გეგუჩაძის გუნდი გასვლაზე "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში