ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ 103 წლის იუბილე ახალგაზრდა ოფიცრების გამოშვებით აღნიშნა

20 აგვისტო 2022, 11:34 481 ნახვა

ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ 103 წლის იუბილე ახალგაზრდა ოფიცრების გამოშვებით აღნიშნა. კურსდამთავრებულ ლეიტენანტებს დიპლომები გადაეცა, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები, დამატებით, ცეცხლსასროლი იარაღით და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.

აკადემიის პირადმა შემადგენლობამ კი, სასწავლო წლის განმავლობაში განსაკუთრებული შრომისთვის სტატუეტი „იუნკერი“ მიიღო.

წელს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 110 ახალგაზრდა ოფიცერმა დაასრულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი