მეწყერი

13 იანვარი 2017, 00:00 3480 ნახვა

თხილვანის მოსახლეობა გასახლებას ითხოვს. გუშინ ჩამოწოლილმა მეწყერმა  საფრთხე  61 ოჯახს  შეუქმნა. მეწყერს მდინარის კალაპოტი  აქვს ჩაკეტილი, ამიტომ    ადგილობრივები შიშობენ, რომ საფრთხე თოვლის დნობისას მოიმატებს. მათივე  ინფორმაციით, ტერიტორია ეროზირებულია, რის გამოც მდინარესთან ახლოს მცხოვრები ოჯახები ხელისუფლებამ სხვადასხვა რეგიონში გაიყვანა. მდგომარეობა უკვე შეისწავლა აჭარის გეოლოგიურმა სამსახურმა. უწყების ინფორმაციით  მდგომარეობა რთულია და მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებს. გამგებლის განცხადებით  გეოლოგიური დასკვნის შესაბამისად გადაწყდება რა ტიპის დახმარება გაეწევა მოსახლეობას.

ამავე კატეგორიაში