თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაშია, პრეზიდენტებს შორის შეხვედრა კი დაწყებულია. მედიის ცნობით, ერდოღანი ზელენსკის, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის ორგანიზებას შესთავაზებს, რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქული ტელეკომპანია A Haber-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ამასთან, CNN Turk-ის ცნობით, სავარაუდოდ პუტინმა 5 აგვისტოს ერდოღანთან მოლაპარაკებებისას მიანიშნა, რომ მას ზელენსკისთან შეხვედრა შეეძლო. თურქული მედიის ცნობით, ერდოღანს თან რამდენიმე თურქი მაღალჩინოსანი ახლავს, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ.