გაერო-ს გენერალური მდივანი და თურქეთის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდნენ. სამმხრივი შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკითან ერთად შედგება.
მედიის ცნობით, ერდოღანი ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის ორგანიზებას შესთავაზებს, რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქული ტელეკომპანია A Haber-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ამასთან, CNN Turk-ის ცნობით, სავარაუდოდ პუტინმა 5 აგვისტოს ერდოღანთან მოლაპარაკებებისას მიანიშნა, რომ მას ზელენსკისთან შეხვედრა შეეძლო.
პუტინსა და ზელენსკის შორის შესაძლოა შეხვედრა უკრაინის საკითხზე „საგზაო რუკის“ განსასაზღვრად გაიმართოს.