საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამოსვლა სამი მედლით დაასრულა. ქართველი მოჭიდავეების ანგარიშზე 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია.
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ანდრო მარგიშვილი გახდა, ბრინჯაოს მედლები მერაბ სულეიმანაშვილმა და ოთარ ადეიშვილმა მოიპოვეს.
ხვალ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამოსვლას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ, მედლები კი 20-21 აგვისტოს გათამაშდება.