აშშ-ის პრეზიდენტმა 700 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კანონპროექტს მოაწერა ხელი, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებასა და ჯანდაცვის ხარჯებთან ბრძოლას.
ასევე, გადასახადების გაზრდას ძირითადად მდიდარი მოსახლეობისთვის. „ინფლაციის შემცირების აქტიდან“ 430 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ნახშირბადის გამონაბოლქვის შესამცირებლად და ჯანმრთელობის დაზღვევის სუბსიდიების გაგრძელებას მოხმარდება. დანარჩენი თანხა ფედერალური დეფიციტის შემცირებისკენ იქნება მიმართული.
ჯო ბაიდენის ხელმოწერილი კანონპროექტი ასევე რეცეპტით გამოწერილ მედიკამენტებზე ფასების შემცირებას მოიცავს.