ერევანში, სავაჭრო ცენტრ "სურმალოს" ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქება მოხდა

14 აგვისტო 2022, 17:04 535 ნახვა

ერევანში, სავაჭრო ცენტრ "სურმალოს" ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. ოფიციალური უწყებები ამ დროისთვის 1 ადამიანის გარდაცვალებას ადასტურებენ. ცნობილია, რომ დაშავდა ათობით მოქალაქე. 40-მდე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ტერიტორია სრულად გადაკეტილია. იქ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და მოქალაქეები იმყოფებიან, რომლებიც ცდილობენ, შესაბამის სამსახურებს დაეხმარონ. 

ადგილზე ვარაუდობენ, რომ დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება, რადგან ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა დასრულებული არ არის. სავარაუდოდ, მომხდარი აფეთქება სავაჭრო ცენტრში, ერთ-ერთ მაღაზიაში არსებულ პიროტექნიკას უკავშირდება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში