საფრანგეთში ხანძრის გამო 6 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

11 აგვისტო 2022, 14:06 706 ნახვა

"ევრონიუსის" ინფორმაციით, საფრანგეთში, ქალაქ ბორდოს მახლობლად  ხანძრის გამო, დაახლოებით, 6 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, დაიწვა 16 სახლი.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  შემთხვევის ადგილას მობილიზებულია 1000-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 9 თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი.

08:00-დან 09:00 საათამდე შუალედში ხანძარი 8-ჯერ გაჩნდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი