ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ გზას - გიტანას ნაუსედა

08 აგვისტო 2022, 21:15 308 ნახვა

ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ გზას, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა განაცხადა

„14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში. რუსეთს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა თავის დანაშაულებზე, რადგან მისი სიხარბე სუვერენული ტერიტორიის, დომინირებისა და ძალაუფლების მიმართ მხოლოდ იზრდება. ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ გზას“, – წერს გიტანას ნაუსედა „ტვიტერში“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში