ინფრასტრუქტურული სამუშაოები

12 იანვარი 2017, 00:00 2941 ნახვა

3 მილიონ 757 ათას 700 ლარია გამოყოფილი ქედაში ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის წელს. დაგეგმილია  მდინარე ''აჭარისწყლის'' ნაპირსამაგრი და დაბის კეთილმოწყობითი სამუშაოების დასრულება. გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასმელი წყლის სისტემას.  მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი ამბობენ, რომ  მთავარი პრიორიტეტი ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაა, რაც აჭჰესის ტერიტორიის რეაბილიტაციას,  კავიანისა და ზენდიდის ციხეების მიმართულებით გზების მოწესრიგებას ითვალისწინებს. 2017 წლის ბიუჯეტში თანხა გამოყოფილია  სოფლის ცენტრების კეთიმოწყობისთვის  და წონიარისის და დოლოგნის საბავშვო ბაღების რემონტისთვის.

ამავე კატეგორიაში