ევროკავშირი და აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

04 აგვისტო 2022, 11:00 644 ნახვა

აზერბაიჯანსა და სომხეთს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ ევროკავშირი და აშშ მოუწოდებენ.  

„ევროკავშირი ერთგული რჩება, დაეხმაროს დაძაბულობის დაძლევაში და განაგრძოს ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, - აღნიშნულია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ყურადღებით ადევნებს თვალყურს ვითარებას აშშ.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნედ პრაისი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მთიანი ყარაბაღის გარშემო ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების, მსხვერპლისა და დაშავებულების გამო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი