საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ქედაში

03 აგვისტო 2022, 11:13 1685 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ცხმორისი-ახო-ჩეტკიძეების 2 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით მოეწყო ბეტონის და პორტალური საყრდენი კედლები, გაბიონი, სანიაღვრე არხები, მილები და ზღუდარები.

ასფალტობეტონის საფარის დაგების შემდეგ მოხდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 339 999 ლარს შეადგენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი