აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა - ამის შესახებ ინფორმაციას მედია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
სანქციების სიაში შევიდა სამი რუსი ოლიგარქი, ოთხი ფიზიკური პირი და ერთი სუბიექტი, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ მოქმედებენ.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მეგობარ ქალს ალინა კაბაევას.
აშშ სანქციებს ასევე უწესებს სავიზო შეზღუდვებს რუსეთის ფედერაციის 893 თანამდებობის პირს და 31 უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელს, რომლებიც მოქმედებდნენ რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსიის მხარდასაჭერად.