ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ ქართველ ფეხბურთელს ირაკლი აზაროვს ელოდება, ხოლო ზურიკო დავითაშვილის დამატებაზე მოლაპარაკებას მისი კონკურენტი „პარტიზანი“ მართავს.
საქართველოს ნაკრების და „დინამო“ ბათუმის ფეხბურთელებზე ინფორმაციას სერბული გამოცემა „რესპუბლიკა“ ავრცელებს.
„ცრვენა ზვეზდა“ აზაროვთან შეთანხმებასთან ახლოსაა. მოლაპარაკებას ფინანსური საკითხები უშლის ხელს. მანამდე, აზაროვსა და დავითაშვილს იტალიურ კლუბებში გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ.