ბათუმის სარაგბო კლუბი

02 აგვისტო 2022, 10:00 918 ნახვა

რაგბი ევროპის სუპერ თასის მეორე გათამაშება 11 სექტემბერს ბათუმში, ქართული დერბით იწყება. თასის მოქმედი გამარჯვებული ‘შავი ლომი’ პირველ ტურში დებიუტანტს, საქართველოს ჩემპიონ ‘ბათუმს’ ეწვევა. პირველი გათამაშების მსგავსად, ტურნირში ამჯერადაც 8 გუნდი იღებს მონაწილეობას, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში არიან გადანაწილებული.

პირველ ტურში, 11 სექტემბერს, ‘შავი ლომი’ ბათუმში ‘ბათუმს’ ეთამაშება.

შეგახსენებთ, ჯგუფური ეტაპის ორ-ორი საუკეთესო ნახევარფინალში გადის. აღმოსავლეთ კონფერენციის პირველადგილოსანი დასავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანს მასპინძლობს, ხოლო აღმოსავლეთის მეორეადგილოსანი დასავლეთის პირველადგილოსანს სტუმრად ეთამაშება.

თამაშები 3-4 დეკემბერს გაიმართება, ხოლო ფინალი 17 ან 18 დეკემბერს შედგება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი