სესხების გალარების პროგრამა 17 იანვრიდან დაიწყება და 2 თვე გაგრძელდება. კომერციული ბანკები 17 იანვრიდან 5 დღის განმავლობაში დაუკავშირდებიან იმ კლიენტებს, ვისაც სესხების გალარების პროგრამა ეხება. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, შესაბამის მითითებას კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკი მისცემს. გალარების პროგრამა, 2015 წლის 1-ელ იანვრამდე დოლარში გაცემულ სესხებს ეხება. სესხების ლარიზაციის პროგრამა დღეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.