"დავითაშვილი და აზაროვი დიდი ალბათობით "დინამოს" დატოვებენ " - არჩილ ბერიძე

31 ივლისი 2022, 17:13 1604 ნახვა

„დინამო ბათუმის“ პრეზიდენტის არჩილ ბერიძის განაცხადებით ირაკლი აზაროვი და ზურიკო დავითაშვილი კლუბს დიდი ალბათობით დატოვებენ.

ბათუმური კლუბის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ  სპორტული აგენტი მამუკა ჯუღელი მათ ტრანსფერზე ამჟამადაც მუშაობს.

"მამუკა ჯუღელი  უცხოეთშია და მიმდინარეობს მოლაპარაკება ზურიკო დავითაშვილისა და ირაკლი აზაროვის ტრანსფერებზე. დიდი ალბათობით, ისინი დაგვტოვებენ, მაგრამ ამით კლუბი ფინანსურად გაძლიერდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალება მოგვეცემა უფრო გამოცდილი ფეხბურთელები და ლეგიონერები მოვიყვანოთ“, - განაცხადა არჩილ  ბერიძემ.

გასულ კვირას მამუკა ჯუღელმა ისაუბრა რომ დავითაშვილის და აზაროვის მიმართ იტალიურ კლუბებს აქვთ ინტერესი.

ცნობილი გერმანელი სამენეჯერო საიტი Transfermarket.de  20 წლის აზაროვის ტრანსფერს 1.2 მილიონ ევროდ აფასებს , ხოლო 21 წლის დავითაშვილის კი 2 მილიონ ევროდ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი