გაზპრომმა ლატვიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა

30 ივლისი 2022, 14:42 926 ნახვა

ბუნებრივი აირის მწარმოებელმა რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ ლატვიას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერა.

როგორც კომპანია Telegram-ის ოფიციალურ არხზე აცხადებს, ლატვიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეჩერების მიზეზი მოსკოვსა და დასავლეთს შორის არსებული დაძაბულობა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მკაცრი სანქციებია.

ამასთან „გაზპრომმა“ ოთხშაბათს 20%-ით შეამცირა გაზის მიწოდება ევროპისთვის.

ცნობისთვის, რუსეთმა ბუნებრივი აირის მიწოდება უკვე შეუჩერა პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთს, ნიდერლანდებსა და დანიას. აღნიშნულმა ქვეყნებმა რუსული გაზის რუბლში შესყიდვაზე უარი განაცხადეს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი