უკრაინა მარცვლეულის ექსპორტისთვის მზადაა

29 ივლისი 2022, 20:04 1148 ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაში ჩავიდა, სადაც უკრაინული მარცვლეულის ხომალდზე დატვირთვის სამუშაოებს გაეცნო. თურქულ ხომალდზე მარცვლეული  სავაჭრო პორტ „ჩერნომორსკში“ დაიტვირთა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომის დაწყებიდან პირველი ხომალდის დატვირთვა მეტყველებს იმაზე, რომ პორტი ამუშავდა. მანამდე, ოდესაში უკრაინაში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ელჩები ჩავიდნენ. ბრიფინგს დიდი შვიდეულის ელჩები, უკრაინის, თურქეთისა და გაეროს ოფიციალური პირები დაესწრნენ. დიდი ბრიტანეთის ელჩმა უკრაინაში მადლობა გადაუხადა ქვეყანას შეთანხმების განსახორციელებლად გაწეული ძალისხმევისთვის და რუსეთს შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. 22 ივლისს რუსეთმა და უკრაინამ, გაერო-სა და თურქეთთან ერთად ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან გემების უსაფრთხო მიმოსვლა მარცვლეულის ექსპორტისთვის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი