ვანდალიზმი აფხაზეთში

11 იანვარი 2017, 00:00 1603 ნახვა

რუსი სამხედროების მიერ წებელდას ისტორიული ძეგლის განადგურებას გმობს ქართული მხარე. ოკუპირებულ აფხაზეთში მე-8 საუკუნით დათარიღებული ტაძრის დანგრევის ფაქტს ვანდალიზმად აფასებენ და საერთაშორისო თანამეგორობას რეაგირებისკენ მოუწოდებენ. გულრიფშის რაიონში არსებული ეკლესია, გუშინ, რუსული სამხედრო პოლიგონის მშენებლობას შეეწირა. შენობა საოკუპაციო ძალებმა მძიმე ტექნიკით გაანადგურეს. განადგურებულია დასახლებაში კომპაქტურად ჩასახლებული პოლონელების სამარხები და საფრთხეშია კიდევ ერთი ისტორიული ძეგლი-წებელდას ციხე-სიმაგრე. სოფელს, სადაც მორიგი ვანდალური შემთხვევა მოხდა, ბოლო წლებია, რუსული სამხედრო წვრთნებისთვის იყენებენ.   

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი