''გამარჯვება ჩვენი პრესტიჟის საქმეა'' - გია გეგუჩაძე

27 ივლისი 2022, 20:18 1103 ნახვა

უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ''დინამო'' ხვალ პოზნანის ''ლეხს'' მიიღებს.

შეხვედრამდე ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ პრესკონფერენციაზე მომავალ თამაშზე ისაუბრა.

''იმედი მაქვს ხვალინდელ თამაშში განწყობა სათანადო იქნება, გამარჯვება ჩვენი პრესტიჟის საქმეა. როგორც მე ვხედავ ფეხბურთელები გამარჯვებისთვის მზად არიან. ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება დიდი ანგარიშით მარცხის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ბიჭების განცდებია. ფეხბურთი ემოციური თამაშია, ემოციებისგან დაცლილი ადამიანისთვის თამაში რთულია. მე ამ ბიჭების მეიმედება, ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, ჩემი ფეხბურთელების მჯერა'', - განაცხადა გეგუჩაძემ. 

შავიზღვისპირელთა მთავარმა მწვრთნელმა ლაზარე კუპატაძის საკითხზეც გააკეთა კომენტარი. 

"ყველა მარცხსა და გაშვებულ გოლზე პასუხისმგებელია მწვრთნელი და ვამბობ, რომ არც წარსულში და არც დღეს, მე არავისთვის დამიბრალებია მარცხი. ეს ჩემთვის უჩვეულოა. მინდა გამოირიცხოს მითქმა-მოთქმა. ლაზარეს საფეხბურთო მონაცემებში ეჭვი არავის ეპარება, ის ერთ ერთი საუკეთესოა საქართველოში. მინდა წარმატებები ვუსურვო შემდგომ კარიერაში" - განაცხადა გია გეგუჩაძემ.

"დინამო ბათუმის" და პოზნანის ''ლეხის'' განმეორებითი შეხვედრა ბათუმში 28 ივლისს, 21:00 სთ-ზე დაიწყება.

პირველი მატჩი ბათუმელებმა 5-0 წააგეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი